ვოლოდიმირ ზელენსკი - ომი არ დასრულდება ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს, თუმცა უკრაინა დათმობას არ აპირებს
ომი არ დასრულდება ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს, თუმცა უკრაინა დათმობას არ აპირებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფოქს კორპორეიშენის“ გენერალურ დირექტორთან, ლაკლან მერდოკთან, „ფოქს ნიუსთან“ და „სანის“ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, უკრაინელი ხალხის მაღალ მოტივაციაზე, მონდომებასა და გამარჯვების რწმენაზე ისაუბრა. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მსოფლიო ყურადღების შენარჩუნება უკრაინის ძალისხმევის მიმართ თავისუფლებისა და სახელმწიფოსთვის ბრძოლაში.
„რატომღაც ადამიანებს აქვთ დამოკიდებულება, როგორც ფილმთან და ელოდებიან, რომ არ იქნება ხანგრძლივი პაუზები მოვლენებში, სურათი ყოველთვის შეიცვლება მათ თვალწინ, იქნება სიურპრიზები ყოველდღე, მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი მეომრებისთვის ეს ფილმი არ არის. ეს არის ჩვენი ცხოვრება. რთული სამუშაოა ყოველდღე. ყველაფერი ისე სწრაფად არ დასრულდება, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავნებდეთ და არ გავაკეთებთ ამას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.