ვოლოდიმირ ზელენსკი - ოკუპანტები დონბასს ყველა ძალით უტევენ, ვერ ამარცხებენ ჩვენს არმიას, ამიტომ ფიზიკურად ანადგურებენ ყველა ქალაქსა და სოფელს, რათა არ დარჩეს შენობები თავდაცვისთვის
ოკუპანტები დონბასს ყველა ძალით უტევენ, ისინი ვერ ამარცხებენ ჩვენს არმიას, ამიტომ ფიზიკურად ანადგურებენ ყველა ქალაქსა და სოფელს, რათა არ დარჩეს შენობები თავდაცვისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდემიმარათვაში განაცხადა.
„ერთ დღეში რუსეთმა ხერსონს 16-ჯერ გაუხსნა ცეცხლი და ასე გრძელდება ყოველდღე. დღეს დარტყმები განხორციელდა ხარკოვის ოლქზეც. დონბასში, ისევე როგორც გასულ კვირებში, ახლაც ისევ გრძელდება რუსეთის ძალადობრივი თავდასხმები. ოკუპანტები უტევენ ყველა ძალით, რაც გააჩნიათ. ისინი ვერ ამარცხებენ ჩვენს არმიას და ამიტომ ფიზიკურად ანადგურებენ ყველა ქალაქსა და სოფელს, რათა არ დარჩეს შენობები და კედლებიც კი თავდაცვისთვის.
ერთადერთი გზა ამის შესაჩერებლად არის რუსეთის იძულება, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიხიოს და დატოვოს უკრაინული მიწა. ამისთვის აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება. უნდა მოიძებნოს ახალი გზები, რომ ყველა რუსმა ტერორისტმა, ყველა რუსმა ოლიგარქმა, რომლებიც ეხმარებიან ტერორისტ სახელმწიფოს, ყველა რუსმა ოფიციალურმა პირმა და პროპაგანდისტმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის, რასაც სჩადიან უკრაინის და, ზოგადად, თავისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.