უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდებში ჩავიდა.
უკრაინის პრეზიდენტის სპიკერის განცხადებით, ზელენსკი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტსაც შეხვდება.
მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე გამართა მოლაპარაკებები სენატის ხელმძღვანელთან, იან ენტონი ბრუინთან. გარდა ამისა, გეგმავს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრას და საჰაერო ძალების ბაზის დათვალიერებას.
ამასთან, როგორც მედია წერს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, მსოფლიო მშვიდობის საკითხზე ვოლოდიმირ ზელენსკის ნიდერლანდების სენატში სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.
უკრაინის პრეზიდენტი ნიდერლანდებში ფინეთიდან ჩავიდა, სადაც ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით სამიტი გაიმართა.