ვოლოდიმირ ზელენსკი - ნატო უფრთხის კონფრონტაციას რუსეთთან და არ არის მზად უკრაინის მისაღებად, მუხლებზე დაჩოქილი არაფერს მოვითხოვთ
გავიგეთ, რომ ნატო არ არის მზად უკრაინის მისაღებად, ჩვენ მუხლებზე დაჩოქილი არაფერს მოვითხოვთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ნატო უფრთხის სადავო საკითხებს და რუსეთთან კონფრონტაციას.
„რაც შეეხება ნატო-ს, ამ საკითხით მიმართ გავცივდი. გავიგეთ, რომ ნატო არ არის მზად უკრაინის მისაღებად. ალიანსი უფრთხის სადავო საკითხებს და რუსეთთან კონფრონტაციას. ჩვენ არ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც რამეს მოითხოვს მუხლებზე დაჩოქილი. მე არ ვიქნები ასეთი პრეზიდენტი“, – განაცხადა ზელენსკიმ.