ვოლოდიმირ ზელენსკი - ნატო გახდის უკრაინას უფრო უსაფრთხოს, უკრაინა გააძლიერებს ნატო-ს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ნატო გახდის უკრაინას უფრო უსაფრთხოს, უკრაინა გააძლიერებს ნატო-ს

ნატო გახდის უკრაინას უფრო უსაფრთხოს, უკრაინა გააძლიერებს ნატო-ს, – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში შეკრებილ ათასობით ადამიანს.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვას მკაფიო და გაბედული პოზიციისთვის უკრაინის ალიანსის წევრობის მხარდასაჭერად.

„მადლობას გიხდით ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერისთვის, თქვენი მკაფიო, გულწრფელი და, რაც მთავარია, გაბედული პოზიციისთვის უკრაინის ნატო-ში მოწვევის თაობაზე. უკრაინის დროშები ლიეტუვის ქუჩებში ნათელი დასტურია იმისა, რომ ჩვენ მოკავშირეები ვართ და უკრაინა დაიცავს როგორც საკუთარ, ასევე თქვენს თავისუფლებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.