ვოლოდიმირ ზელენსკი - მთლად დარწმუნებული არ ვარ, რომ ვლადიმერ პუტინი ცოცხალია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მთლად დარწმუნებული არ არის, რომ ვლადიმერ პუტინი ცოცხალია. ამის შესახებ მან დავოსში გამართულ ღონისძიებაზე ონლაინდისკუსიის დროს განაცხადა.
„დღეს ბოლომდე არ მესმის, ვის ველაპარაკოთ და რაზე. არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის ის პრეზიდენტი, რომელიც ზოგჯერ ჩნდება მწვანე ფონზე, ნამდვილად ის არის. მე ბოლომდე არ მესმის, რომ ის ცოცხალია, გადაწყვეტილებებს ის იღებს თუ ვინ იღებს. რომელ პირთა წრე? მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია. ბოლომდე არ მესმის, როგორ შეიძლება, ევროპელ ლიდერებს დაჰპირდე ერთს, მეორე დღეს კი სახელმწიფოში ფართომასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყო. არ მესმის კარგად, ვისთან გვაქვს საქმე. როდესაც ვამბობთ „მშვიდობიანი მოლაპარაკებები“, ბოლომდე არ მესმის, ვისთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ ყველაფერი გააკეთა, რომ თავისი ტერიტორიები დიპლომატიის გზით გაეთავისუფლებინა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები მშვიდობას არ ნიშნავს.