ვოლოდიმირ ზელენსკი - მტერმა უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმის მეორე ტალღა დაიწყო
მტერმა უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმის მეორე ტალღა დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს დილით მტერმა უკრაინის მიმართულებით 28 სარაკეტო იერიში განახორციელა, მათგან 20 რაკეტა უკრაინამ ჩამოაგდო.
„15-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან თითქმის ყველა ირანულია, უმეტესობა ჩამოგდებულ იქნა. აღდგენითი სამუშაოები ძალიან სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს. რომ არა დღევანდელი იერიშები, აღდგენილი იქნებოდა ელექტრომომარაგება, წყალმომარაგება და კომუნიკაციები, რომლებიც გუშინ ტერორისტებმა დააზიანეს. სადაც იყო ნგრევა, ინფრასტრუქტურა განახლდება ყველგან. სადაც მტრის იმედი იყო, ყველგან რუსეთის სახელმწიფოებრიობის ნანგრევები იქნება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.