ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს რეაგირება უნდა ჰქონდეს პორტებსა და მარცვლეულზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე
ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს რეაგირება უნდა ჰქონდეს პორტებსა და მარცვლეულზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე

მსოფლიოს რეაგირება უნდა ჰქონდეს პორტებსა და მარცვლეულზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე, – ასე ეხმაურება ტელეგრამ-არხში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ღამით რუსეთის შეტევას „კამიკაძე“ დრონებით.

„ომის მორიგი ღამე, ჩვენი საჰაერო თავდაცვის მორიგი გმირული მუშაობა. თავს ვიცავთ არსებული ძალების მაქსიმუმით. ჩამოგდებულია ბევრი „შაჰიდი“. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა. სამწუხაროდ, არის დაზიანებები. ყველაზე არსებითი – ქვეყნის სამხრეთით. რუსი ტერორისტები კვლავ ურტყამდნენ პორტებს, მარცვლეულს, გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. ყველა ჩვენმა ოპერატიულმა სამსახურმა ეფექტიანად იმუშავა. მსოფლიოს უნდა ჰქონდეს რეაგირება. როდესაც სამიზნეს წარმოადგენს სამოქალაქო პორტები, როდესაც ტერორისტები შეგნებულად ანადგურებენ ელევატორებსაც კი – ეს არის საფრთხე ყველასთვის ყველა კონტინენტზე. რუსეთის შეჩერება შესაძლებელია და საჭიროა“, – წერს ზელენსკი.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა ოდესის ოლქის საპორტო და სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე.