ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს ნამდვილად სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ
ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს ნამდვილად სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო და დანია აგვისტოში, კოპენჰაგენში სპეციალურ დონორ კონფერენციას გამართავენ, რომელშიც მონაწილეობას სავარაუდოდ, 14 სახელმწიფო მიიღებს და უკრაინის თავდაცვითი მხარდაჭერა შესაძლოა, მუდმივი გახდეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ის ესაუბრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, მთავარი თემები კი, თავდაცვითი მხარდაჭერა და ივნისში დაგეგმილი მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ ნაბიჯების კოორდინაცია იყო.

ზელენსკის განცხადებით, ასევე ესაუბრა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომელმაც მას ახალი თავდაცვითი დახმარების პაკეტის შესახებ აცნობა.

„მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა ჩვენი თავდაცვის  გაძლიერების ახალი მილიარდდოლარიანი პაკეტის შესახებ. ეს არის სანაპირო თავდაცვა, არტილერია, თანამედროვე სარაკეტო სისტემები. ველით“, – აცხადებს ზელენსკი.

მისივე თქმით, მსოფლიოს ნამდვილად სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ.

„ყველა საერთაშორისო კონტაქტისას მესმის აღფრთოვანება ჩვენი დამცველების ქმედებებით. მსოფლიოს ნამდვილად სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ. ამ ომის 112 დღის განმავლობაში, უკრაინულმა არმიამ დაამტკიცა, რომ ბრძოლის ველზე სიმამაცე და სიბრძნე, ტაქტიკურად უნართან ერთად აჯობოს მტერს, მნიშვნელოვან შედეგს იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ რუსული არმიის მნიშვნელოვანი უპირატესობაა ჯარისკაცებისა და აღჭურვილობის რაოდენობით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.