ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიომ უნდა გააფრთხილოს მოსკოვი, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე ბირთვული დარტყმის შემთხვევაში, დარტყმა განხორციელდება რუსეთში გადაწყვეტილების მიღების ცენტრზე
მსოფლიომ უნდა გააფრთხილოს მოსკოვი, რომ ბანკოვაიაზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე ბირთვული დარტყმის შემთხვევაში, დარტყმა განხორციელდება რუსეთში გადაწყვეტილების მიღების ცენტრზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადურ მედიასთან ინტერვუში განაცხადა.
„რაც შეეხება ბირთვული იარაღის გამოყენებას, ჩვენ ახლა გვესმის მუდმივი მოწოდებები, რომ რუსეთმა უნდა მიიტანოს დარტყმა გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე. როგორ უნდა უპასუხოს მსოფლიომ? არ აქვს მნიშვნელობა, უკრაინა არის ნატო-ს წევრი თუ არ არის. ეს ხდება ევროპაში. არავის აქვს უფლება, მიმართოს შანტაჟს, როგორც ამას ტერორისტი აკეთებს. თუ გზავნილი ასე ჟღერს, რომ იქნება დარტყმა გადაწყვეტილების მიღების ცენტრზე, მსოფლიოს პასუხი უნდა იყოს შემდეგი: „ნახე, თუ იქნება დარტყმა ბანკოვაიაზე, მაშინ იქნება დარტყმა იქ, სადაც იმყოფები შენ, ის, ვინც ადამიანების მოკვლის დავალებას გასცემს. თუ ასე იზამ, წამში, შენი დარტყმის შედეგის მიუხედავად, იქნება დარტყმა შენს სახელმწიფოში გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ცხოვრობს ისეთ მეზობელთან, რომელსაც „ძალის გარდა, არაფერი ესმის“.