ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიომ რუსეთზე ზემოქმედება უნდა მოახდინოს, რათა კრემლი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიომ რუსეთზე ზემოქმედება უნდა მოახდინოს, რათა კრემლი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას.
ამის შესახებ მან „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ტერიტორია ძალის გამოყენებით იქნება დაბრუნებული. ვფიქრობ, დიპლომატიის ძალას შეუძლია, დაგვეხმაროს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბრძოლის ველზე დასუსტებული რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინას გაცილებით ძლიერს გახდის.
„რუსეთზე ზეწოლით, ვფიქრობ, შესაძლებელია დიპლომატიურ დარეგულირებაზე შეთანხმება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.