ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს არ უნდოდა, დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია, არც ომი საქართველოს წინააღმდეგ, არც დნესტრისპირეთის მიტაცება
მსოფლიომ იხილა, მაგრამ არ უნდოდა დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია, არც ომი საქართველოს წინააღმდეგ, არც მთელი დნესტრისპირეთის მოლდოვისგან მიტაცება, თუ როგორ ამზადებდა რუსეთი სხვა კონფლიქტებისთვის საფუძველს, მათი საზღვრების სიახლოვეს, როგორ უნდა შევაჩეროთ ეს?, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა სიტყვით გამოვიდა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა უშიშროების საბჭოს წევრებს, ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ და სამხედრო დამნაშავეებად გასამართლდნენ რუსული შეიარაღებული ძალების ის წევრები, რომლებმაც გასცეს განკარგულება და შეასრულეს ბრძანება უკრაინაში თავდასხმების განსახორციელებლად ისე, როგორც ეს ნიურნბერგის პროცესის დროს მოხდა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.