ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიო პოლიტიკოსები რუსეთის მიერ ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობისთვის ემზადებიან
ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიო პოლიტიკოსები რუსეთის მიერ ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობისთვის ემზადებიან

მსოფლიო პოლიტიკოსები რუსეთის მიერ ეგრეთ წოდებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის ან ქიმიური, ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნული განცხადება ინდონეზიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები ღიად იმუქრებიან ბირთვული იარაღით. ამან შეიძლება, გამოიწვიოს მასობრივი განადგურების იარაღისადმი სხვადასხვა სახელმწიფოს დამოკიდებულების შეცვლა. რუსეთს დაუსჯელად თუ მიეცემა ბირთვული შანტაჟის ნება, მსოფლიოს სხვადასხვა ძალებს შესაძლოა, ლოგიკური მოეჩვენოთ. იმის თქმა, რომ ეს სახიფათოა მთელი მსოფლიოსთვის – არაფრის თქმაა“, – განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.