ვოლოდიმირ ზელენსკი - მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ყველა ქვეყანა, რომელიც ჩვენთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში მუშაობს, აგრესორ ქვეყანას სწორ სიგნალს უგზავნის
ვოლოდიმირ ზელენსკი - მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ყველა ქვეყანა, რომელიც ჩვენთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში მუშაობს, აგრესორ ქვეყანას სწორ სიგნალს უგზავნის

მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ყველა ქვეყანა, რომელიც ჩვენთან მუშაობს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, აგრესორ ქვეყანას სწორ სიგნალს უგზავნის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის დღეს საბერძნეთი შეუერთდა, საბერძნეთის გარდა, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი და შვედეთი შეუერთდნენ. მადლობა თითოეულ სახელმწიფოს.

ჩვენი გუნდი გააგრძელებს მუშაობას ახალი მონაწილეებისთვის, იმისთვის, რომ მშვიდობითა და უსაფრთხოებით დაინტერესებულმა ყველა სახელმწიფომ და ყველა ლიდერმა შეძლოს, აჩვენოს თავისი ლიდერობა უსაფრთხოების თანამშრომლობის ამა თუ იმ ფორმატში”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ყოველ დღე ხედავს ახალ საერთაშორისო აქტივობას უკრაინისა და ნორმალური ცხოვრების მხარდასაჭერად.

„უკრაინას სჭირდება აღჭურვილობა პარტნიორებისგან და ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში საწარმოო ბაზის შექმნა, რათა ჩვენი მიწა რუსული ნაღმებისგან გავწმინდოთ. ეს ამოცანა უნდა დასრულდეს არა ათწლეულების განმავლობაში, არამედ წლების განმავლობაში. საერთო ჯამში, ამ დროისთვის ჩვენი ქვეყნის 174 ათასი კვადრატული კილომეტრი პოტენციურად საშიშია ნაღმების და აუფეთქებელი საბრძოლო მასალის გამო. ყოველდღე ჩვენი სპეციალისტები პოულობენ ასობით ასაფეთქებელ ობიექტს და რაც უფრო მეტი გამანადგურებელი მანქანა გვექნება, რაც მეტი სპეციალური დრონი გვექნება, მით უფრო აქტიურად შევძლებთ უსაფრთხოების აღდგენას. მადლობა თითოეულ ქვეყანას, რომელიც გვეხმარება”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იბრძვის, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და ვინც ანადგურებს ოკუპანტებს.