ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ლიეტუვის დედაქალაქში ჩავიდა
ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ლიეტუვის დედაქალაქში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ლიეტუვის დედაქალაქში ჩავიდა. ამის შესახებ ზელენსკი ტელეგრამარხში წერს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ვილნიუსის შემდგომ ტალინსა და რიგაში გეგმავს ვიზიტებს.

მან ლიეტუვას, ესტონეთსა და ლატვიას უკრაინის საიმედო მეგობრები და პრინციპული პარტნიორები უწოდა.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ვილნიუსიში ის ლიეტუვის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, სეიმის სპიკერს, ასევე პოლიტიკური ძალების, მედიისა და უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება. განსახილველ საკითხებს შორისაა უსაფრთხოება, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობა და ევროპული მხარდაჭერის კოორდინაცია.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ლიეტუვას ომის 10 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ფართომასშტაბური ინტერვენციის შემდგომ უკრაინის უკომპრომისო მხარდაჭერისთვის.