ვოლოდიმირ ზელენსკი - მოლაპარაკების პლატფორმიდან პოზიტიური სიგნალები ისმის, თუმცა ის რუსული ჭურვების აფეთქების ხმას ვერ ახშობს
ვოლოდიმირ ზელენსკი - მოლაპარაკების პლატფორმიდან პოზიტიური სიგნალები ისმის, თუმცა ის რუსული ჭურვების აფეთქების ხმას ვერ ახშობს

მოლაპარაკების პლატფორმიდან პოზიტიური სიგნალები ისმის, თუმცა ის რუსული ჭურვების აფეთქების ხმას ვერ ახშობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში არ არის და არც იქნება არც ერთი კომპრომისი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

„სიგნალებს (მოლაპარაკების პლატფორმიდან) შეიძლება ეწოდოს პოზიტიური, მაგრამ ეს სიგნალები რუსული ჭურვების აფეთქების ხმას ვერ ახშობს. რა თქმა უნდა, ვხედავთ რისკს. რა თქმა უნდა, ვერ ვხედავთ საფუძველს, რომ ვენდოთ იმ სახელმწიფოს წარმომადგენლების სიტყვებს, რომლებიც ჩვენი განადგურებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. უკრაინელები გულუბრყვილო ხალხი არ არიან. უკრაინელებმა ამ შემოჭრის 34 დღის, დონბასში 8-წლიანი ომის განმავლობაში უკვე ისწავლეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ შედეგს შეიძლება ენდონ“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.