ვოლოდიმირ ზელენსკი - მხოლოდ უკრაინის ცის სრულად დაცვა უზრუნველყოფს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას რუსული აგრესიის შემდგომი ესკალაციისგან
ვოლოდიმირ ზელენსკი - მხოლოდ უკრაინის ცის სრულად დაცვა უზრუნველყოფს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას რუსული აგრესიის შემდგომი ესკალაციისგან

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ უკრაინის ცის სრულად დაცვა უზრუნველყოფს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას რუსული აგრესიის ესკალაციისგან. ამის შესახებ განცხადება ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მორიგი სარაკეტო დარტყმის შედეგად 10 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, დნიპროში სარაკეტო იერიშის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიჭრა, ხოლო ზაპოროჟიეში სულ მცირე შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

„ისევ და ისევ გავუმეორებ პარტნიორებს, რომ მხოლოდ უკრაინული ცის სრულად დაცვა უზრუნველყოფს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას რუსეთის აგრესიის შემდგომი ესკალაციისგან და ნამდვილად უბიძგებს რუსეთს რეალურად ომის შეწყვეტისკენ. არა იმ პროპაგანდისკენ, რომელიც დღეს კრემლიდან ისმის, თითქოსდა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ. სინამდვილეში კი დროის მოსაგებად და ახალი დარტყმებისთვის ძალის მოსაკრებად, არამედ ნამდვილი მშვიდობისკენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.