ვოლოდიმირ ზელენსკი - მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ დასკვნას უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ეს არის პირველი ნაბიჯი წევრობის გზაზე
მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ დასკვნას უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ეს არის პირველი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობის გზაზე, რომელიც უდავოდ გვაახლოებს გამარჯვებასთან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, მადლობელია ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის და ევროკომისიის თითოეული წევრის.
ამასთან, როგორც ზელენსკი ამბობს, პოზიტიურ შედეგებს ელოდება ევროპული საბჭოსგან, რომელიც მომავალ კვირაში უნდა გაიმართოს.
„მადლობელი ვარ ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის და ევროკომისიის თითოეული წევრის ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. ველოდები პოზიტიურ შედეგებს ევროპული საბჭოსგან მომავალ კვირას“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი.