ვოლოდიმირ ზელენსკი - მიუღებელია, რომ ევროპული ტერიტორია ტურიზმის ან საყიდლებისთვის გამოიყენონ მათ, ვინც სახლში, რუსეთში მხარს უჭერს და მუშაობს ევროპის განხეთქილებაზე
ვოლოდიმირ ზელენსკი - მიუღებელია, რომ ევროპული ტერიტორია ტურიზმის ან საყიდლებისთვის გამოიყენონ მათ, ვინც სახლში, რუსეთში მხარს უჭერს და მუშაობს ევროპის განხეთქილებაზე

აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ევროპული ტერიტორია ტურიზმის ან საყიდლებისთვის გამოიყენონ მათ, ვინც სახლში, რუსეთში არამხოლოდ მხარს უჭერს ევროპის განხეთქილებას და დაცინვას, არამედ მუშაობს ამაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მარტივად არ შეიძლება იმის მიღება, რომ რუსი პროპაგანდისტები კვლავ იყვნენ ევროპის ქვეყნებში, ყოველდღე იტყუებოდნენ დედაქალაქებიდან სიუჟეტებში და ჩართვებში, დაამცირონ ევროპა და მაინც ევროპაში იმყოფებოდნენ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სავიზო პოლიტიკა უსაფრთხოების საკითხიც არის, რადგან რუსეთმა ტურისტების საფარქვეშ არაერთხელ გაგზავნა მკვლელები ევროპაში და „ევროპა არ არის მკვლელების და მათი მხარდამჭერების სასეირნო ადგილი“.

ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადურზეც გაამახვილა ყურადღება.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენების შინაარსი თუ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დემილიტარიზაციაა – ეს ლოგიკურია, რადგან სწორედ რუსეთის სამხედრო ყოფნამ მიიყვანა ზაპოროჟიეს სადური რადიაციული კატასტროფის ზღვარზე – მაშინ ჩვენ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ ასეთ დემილიტარიზებული დაცვის ზონას. ნებისმიერ შემთხვევაში, იგრძნობა, რომ თანამედროვე საერთაშორისო ორგანიზაციებს თავიანთი ქმედებებისთვის უფრო ფართო მანდატი სჭირდებათ. მიმაჩნია, რომ მსოფლიო არა მხოლოდ იმსახურებს, არამედ მას სჭირდება, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებმა, რუსეთი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დემილიტარიზაცია და უკრაინისთვის სრული კონტროლის დაბრუნება აიძულონ. რუსეთმა თუ მსოფლიო რადიაციული კატასტროფის პირას მიიყვანა, მაშინ მსოფლიოს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საშუალებები, რათა რუსეთი იმ პირობებში მოაქციოს, როდესაც ტერორისტული სახელმწიფო იძულებული იქნება, შეაჩეროს ტერორი“, – თქვა ზელენსკიმ.