ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან ერთად პოლონეთში ჩავიდა
ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან ერთად პოლონეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან, ელენა ზელენსკასთან ერთად პოლონეთში ჩავიდა, – ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ წერს.

ომის დაწყების შემდეგ ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი დაანონსებული ვიზიტია ქვეყნის გარეთ.

პოლონეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ ანჯეი დუდასა და მისი მეუღლის მიერ სტუმრების ოფიციალური მისალმების შემდეგ ლიდერები მოლაპარაკებას პრეზიდენტის სასახლეში გამართავენ, ხოლო ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ვოლოდიმირ ზელენსკისა და ანჯეი დუდას ერთობლივი გამოსვლა იგეგმება.

აქამდე უკრაინის პრეზიდენტმა ფართომასშტაბიანი ომის დროს მხოლოდ რამდენჯერმე დატოვა ქვეყანა. ის ვიზიტით იმყოფებოდა ვაშინგტონში, ლონდონში, პარიზსა და ბრიუსელში.