ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა პარტნიორს მსოფლიოში, რომლებიც დაეხმარნენ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებით
მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა პარტნიორს მსოფლიოში, რომლებიც დაეხმარნენ ჩვენს ქვეყანას შესაბამისი საჰაერო თავდაცვის სისტემებით, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას.
მისი თქმით, სწორედ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებმა და დიდი ენერგიის დახარჯვამ მისცა უკრაინას საშუალება, რომ ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემა შეექმნა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს სამიტში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც.
„დისტანციურად მივიღე მონაწილეობა რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს სამიტში თავისუფალი ევროპის ქვეყნებთან, ჩვენი ევროპის ძლიერ ლიდერებთან ერთად. მადლობა გადავუხადე მათ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის და მოვუწოდე, განაგრძონ ერთად მუშობა, რათა ყველა დაცულები ვიყოთ, მთელი უკრაინა, მთელი ევროპა, მთელი თავისუფალი სამყარო, ასი პროცენტით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.