ვოლოდიმირ ზელენსკი - ლუგანსკში ნამდვილად რთული მდგომარეობაა, ოკუპანტები ასევე სერიოზულ ზემოქმედებას ახორციელებენ დონეცკის მიმართულებით
ვოლოდიმირ ზელენსკი - ლუგანსკში ნამდვილად რთული მდგომარეობაა, ოკუპანტები ასევე სერიოზულ ზემოქმედებას ახორციელებენ დონეცკის მიმართულებით

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტები დონეცკის მიმართულებით სერიოზულ ზემოქმედებას ახდენენ, ხარკოვის ოლქში კი „სასტიკი და ცინიკური საარტილერიო იერიშები“ ხორციელდება.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველაზე რთული მდგომარეობა ლუგანსკის ოლქშია.

„ფრონტის ხაზზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. უკრაინის არმია ტაქტიკური მოქმედებების დახმარებით, ლუგანსკის ოლქის დაცვას აძლიერებს, იქ ნამდვილად რთული მდგომარეობაა. ოკუპანტები ძალიან სერიოზულ ზემოქმედებას ახორციელებენ დონეცკის მიმართულებით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის მთავრობა ყოველდღიურად იბრძვის თანამედროვე იარაღის მიწოდების საკითხზე.

„არც ერთი დღე არ ვასუსტებთ აქტიურობას ამ მიმართულებით. ათასობით ადამიანის სიცოცხლე სწორედ ჩვენი პარტნიორების სისწრაფეზეა დამოკიდებული. იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებენ მათი გადაწყვეტილებების რეალიზებას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.