ვოლოდიმირ ზელენსკი - კურსკის ოლქში ოპერაცია გრძელდება სწორედ ისე, როგორც გვქონდა გათვლილი, უკრაინელების სიმამაცე დიდ საქმეებს აკეთებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - კურსკის ოლქში ოპერაცია გრძელდება სწორედ ისე, როგორც გვქონდა გათვლილი, უკრაინელების სიმამაცე დიდ საქმეებს აკეთებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კურსკის ოლქში უკრაინის ძალების პლაცდარმი ძლიერდება, – ამის შესახებ მან თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

„დღეს გენერალმა სირკიმ ანგარიში წარმიდგინა კურსკის ოლქში ჩვენი მოძრაობის გაგრძელების შესახებ. ოპერაცია გრძელდება სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვქონდა გათვლილი. უკრაინელების სიმამაცე დიდ საქმეებს აკეთებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკში თავიანთ პოზიციებს აძლიერებენ.

„ჩვენი ძალების პლაცდარმი უფრო ძლიერი ხდება. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მეომარს, რომელიც ამას უზრუნველყოფს: ყველა სამხედროს, სერჟანტს და მეთაურს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. უკრაინელი სამხედროები რეგიონში ათობით დასახლებულ პუნქტს, მათ შორის ქალაქ სუჯას აკონტროლებენ.