ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ოანა-სილვია ტოიუს შეხვდა. ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა რუმინეთს სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის.
„ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი ურთიერთობები არსებობს. მადლობა საჰაერო თავდაცვისთვის, მადლობა თქვენი სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის სხვადასხვა მიმართულებებით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის როლი მნიშვნელოვანია რეგიონული უსაფრთხოებისთვის.
„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თქვენი ბრძოლით ჩვენც ვინარჩუნებთ უსაფრთხოებას რეგიონში და ჩვენ ამისთვის უზომოდ მადლიერნი ვართ“, – აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.