ვოლოდიმირ ზელენსკი - ხვალ თუ ნატო-ში გაწევრიანებას შემოგვთავაზებენ და არ ითამაშებენ ჩვენი სიცოცხლით, ჩვენ გავწევრიანდებით, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ მოხდება
ვოლოდიმირ ზელენსკი - ხვალ თუ ნატო-ში გაწევრიანებას შემოგვთავაზებენ და არ ითამაშებენ ჩვენი სიცოცხლით, ჩვენ გავწევრიანდებით, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ მოხდება

ხვალ თუ ნატო-ში გაწევრიანებას შემოგვთავაზებენ და არ ითამაშებენ ჩვენი სიცოცხლით, არამედ სერიოზულად შემოგვთავაზებენ, ჩვენ გავწევრიანდებით, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ მოხდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა გახდებოდა ნატო-ს წევრი, მაგრამ ალიანსი ამისთვის მზად არ არის.

„უკრაინას არ აქვს ქვეყნების სია, რომლებსაც გარანტორად დადგომა შეუძლიათ. ხვალ თუ ჩვენ ნატო-ში გაწევრიანებას შემოგვთავაზებენ, არ ითამაშებენ ჩვენი სიცოცხლით, არამედ სერიოზულად შემოგვთავაზებენ, ჩვენ გავწევრიანდებით, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ მოხდება და სამწუხაროდ, არ მოხდა. ამიტომ ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიებს შევქმნით, რომელიც დაგვეხმარება, დავიცვათ სიცოცხლე“, – განაცხადა ზელენსკიმ.