ვოლოდიმირ ზელენსკი - კევინ მაკარტის ვაცნობე ფრონტზე არსებული ვითარების, ჩვენი თავდაცვის საჭიროებების, შესაძლებლობების შესახებ და უკრაინაში მოვიწვიე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, კევინ მაკარტის ესაუბრა და უკრაინაში მიიწვია, – ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს ის პოლტავაში იმყოფებოდა და ადგილზე მოინახულა ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება, სადაც უკრაინელი სამხედროები მკურნალობენ.
„პოლტავაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სამხედრო ხელმძღვანელობასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა გავმართე. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებთან ურთიერთობაში არცერთი დღე არ დავკარგოთ. ამიტომ პოლტავიდან ვესაუბრე აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, კევინ მაკარტის. ვაცნობე, რა ხდება ახლა ფრონტზე. ასევე ჩვენი თავდაცვის საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესახებ. ჩვენ ერთად ვაძლიერებთ თავისუფალ სამყაროს, ამ სიმტკიცეში ჩადებული თითოეული დოლარი არის გასაგები, ანგარიშვალდებულება დაცულია. ბატონი კევინ მაკარტი უკრაინაში მოვიწვიე. მადლობელი ვარ დღევანდელი დღისთვის დონეცკისა და პოლტავის რეგიონებში. მადლობა ყველას, ვინც ჩვენი გამარჯვებისთვის შრომობს. დიდება ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია, საბრძოლო პუნქტებსა და საბრძოლო მისიებზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.