ვოლოდიმირ ზელენსკი - კახოვკის კაშხლის განადგურებით რუსი ტერორისტები მთელ მსოფლიოს უდასტურებენ, რომ საჭიროა მათი განდევნა უკრაინის მიწის ყველა კუთხიდან
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებით რუსი ტერორისტები მთელ მსოფლიოს უდასტურებენ, რომ საჭიროა მათი განდევნა უკრაინის მიწის ყველა კუთხიდან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსი ტერორისტები უკრაინას ვერც წყლით და ვერც რაკეტებით ვერ შეაჩერებენ.
„კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებით რუსი ტერორისტები მთელ მსოფლიოს უდასტურებენ, რომ საჭიროა მათი განდევნა უკრაინის მიწის ყველა კუთხიდან. მათ არცერთი მეტრი არ უნდა დარჩეს, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას და ეს გამარჯვება მოვა. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით და სხვა რამით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.