ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი შეეხო უკრაინის თავდაცვით მხარდაჭერას, სანქციების ახალ პაკეტს, ასევე უკრაინის მაკროფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი შეეხო უკრაინის თავდაცვით მხარდაჭერას, სანქციების ახალ პაკეტს, ასევე უკრაინის მაკროფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, საუბარი შეეხო უკრაინის თავდაცვით მხარდაჭერას, სანქციების ახალ პაკეტს, ასევე უკრაინის მაკროფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.

„ახლახან დავასრულე ერთსაათიანი საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენთან. გავუზიარეთ ბრძოლის ველზე და მოლაპარაკებების მაგიდასთან არსებული სიტუაციის შეფასება. ვისაუბრეთ კონკრეტულ თავდაცვით მხარდაჭერაზე, გაძლიერებული სანქციების ახალ პაკეტზე, მაკროფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე“, – წერს ზელენსკი.