უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, შეხვედრა ოვალურ კაბინეტში გაიმართა.
მედიის ცნობით, ჯო ბაიდენმა შეხვედრისას ისაუბრა ვალდებულებებზე უკრაინის უსაფრთხოებისადმი, ასევე გრძელვადიანი მშვიდობის მიზნებზე.
ამასთან, როგორც მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინელი ხალხისა და პრეზიდენტ ზელენსკის სიმამაცეს.
„მათ შთააგონეს მსოფლიო. ამერიკელი ხალხი, მსოფლიო თქვენ გვერდით დგას“, – აღნიშნა ბაიდენმა.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ს გაწეული დახმარებისთვის.
„მადლობა მოწვევისთვის და შეერთებული შტატების მიერ რუსული ტერორის წინააღმდეგ უკრაინის საბრძოლველად მნიშვნელოვანი დახმარებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.