ვოლოდიმირ ზელენსკი - ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომს უკრაინის ომიდან ფოკუსი გადააქვს
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომს უკრაინის ომიდან ფოკუსი გადააქვს, – როგორც „ბიბისი” წერს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს იყო რუსეთის ერთ-ერთი მიზანი, რომელმაც 2022 წლის თებერვალში დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში.
„ნათელია, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი ართმევს ყურადღებას უკრაინას. რუსეთს სურდა, რომ ეს აქცენტი შესუსტებულიყო, მაგრამ ყველაფერი ჩვენს ხელშია”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ უარყო ის ფაქტი, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ჩიხში შევიდა.
„ყველა იღლება და არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ეს არ არის ჩიხი. უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და საზენიტო თავდაცვა სიტუაციის შესაცვლელად”, – განაცხადა ზელენსკიმ.