ვოლოდიმირ ზელენსკი - იერიშები არ არის შემთხვევითი, ეს არის დემონსტრაციული თავდასხმები პუტინთან ზარებისა და შეხვედრების შემდეგ, რუსეთი აჩვენებს, რომ მას სინამდვილეში მხოლოდ ომი აინტერესებს
ეს არ არის შემთხვევითი იერიშები, ეს არის დემონსტრაციული თავდასხმები, პუტინთან ზარებისა და შეხვედრების შემდეგ, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ყალბი ჭორები იერიშებისგან სავარაუდო „თავშეკავების“ შესახებ. რუსეთი აჩვენებს, რომ მას სინამდვილეში მხოლოდ ომი აინტერესებს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაზე განხორციელებულ იერიშს, რა დროსაც რვა ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკის თქმით, ეს „სიგნალი“ უნდა ისმოდეს „მსოფლიოს ყველა კუთხეში, დაწყებული იმ დარბაზიდან, სადაც G20-ის წევრები იკრიბებიან, დამთავრებული ყველა ქვეყნის დედაქალაქით.
„დიდი ოცეულის“ ლიდერების შეხვედრა ბრაზილიაში დღეს დაიწყო. Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე საკუთარი გეგმის წარდგენას აპირებს.