ვოლოდიმირ ზელენსკი - გვახსოვს, რისი გავლა მოუწია უკრაინელ ხალხს, ვიბრძვით მტრის წინააღმდეგ და ვიცით, რა შეგვიძლია, ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება და გავიმარჯვებთ
გვახსოვს, რისი გავლა მოუწია უკრაინელ ხალხს. ჩვენ შეგვიძლია საფრთხეების დანახვა, ჩვენ ვიბრძვით მტრის წინააღმდეგ და ვიცით, რა შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება და გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინელი ბავშვები უკრაინულ მოედნებსა და ქუჩებში ასევე იზეიმებენ უკრაინის დამოუკიდებლობას.
„ჩვენი შვილიშვილები, მათი შვილიშვილები იზეიმებენ ჩვენი სახელმწიფოს მეგობრებთან ერთად, უკრაინის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რომლებსაც უკრაინა თავად აარჩევს ყოველთვის თავისუფლად. უკრაინის ისტორიაში აღარასდროს იქნება პაუზა. ჩვენ მივცემთ უკრაინას ისეთ ძალას, რომელიც საკმარისი იქნება ყოველთვის გასამარჯვებლად. ჩვენ მკაცრად ვიმოქმედებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ეცდება უკრაინის ძალის შიგნიდან განადგურებას, გაყიდვას და შესუსტებას. უახლოეს მომავალში იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ლიეტუვის, პორტუგალიის, ნორვეგიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ლიდერები ესწრებოდნენ.