ვოლოდიმირ ზელენსკი - გარკვეული პოზიტივი გვაქვს ზაპოროჟიეში, წინ მივიწევთ ხარკოვშიც
ვოლოდიმირ ზელენსკი - გარკვეული პოზიტივი გვაქვს ზაპოროჟიეში, წინ მივიწევთ ხარკოვშიც

გარკვეული პოზიტივი გვაქვს ზაპოროჟიეში, წინ მივიწევთ ხარკოვშიც, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 106-ე დღის ბოლოს გამოქვეყნებულ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

მან მადლობა გადაუხადა ყველა უკრაინელ ჯარისკაცს და პატივი მიაგო დაღუპულებს.

„ფრონტზე სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა. სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი და დონბასის სხვა ქალაქები წარმოადგენენ ოკუპანტების მთავარ სამიზნეს, ჯერ დგანან. გარკვეული პოზიტივი გვაქვს ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც ოკუპანტების გეგმის ჩაშლა ხერხდება. თანდათან მივიწევთ წინ ხარკოვში, ვათავისუფლებთ ჩვენს მიწებს. თავდაცვას ვინარჩუნებთ მიკოლაევის მიმართულებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს დამცველს, რომელთა წყალობითაც ეს შესაძლებელი გახდა, რომელთა დამსახურებითაც უკრაინამ გაუძლო ფართომასშტაბიანი ომის 106 დღეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.