ვოლოდიმირ ზელენსკი - ფრონტის ხაზზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება, სამხრეთით მტერს ვანადგურებთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ფრონტის ხაზზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება, სამხრეთით მტერს ვანადგურებთ

სამხრეთით უკრაინული ძალები წინ მიიწევენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ფრონტის ხაზზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება. სამხრეთით მტერს ვანადგურებთ. დონეცკის რეგიონში ჩვენ მტერს ვანადგურებთ. კუპიანსკის მიმართულებით, რასაც არ უნდა გეგმავდნენ რუსი ტერორისტები, ჩვენ მტერს დავამარცხებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, აღმოსავლეთის მიმართულებით უკრაინელები მყარად იცავენ საკუთარ პოზიციებს.