ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირის წევრი ქვეყნები, გერმანია და უნგრეთი SWIFT-დან რუსეთის გათიშვის წინააღმდეგი არიან, იმედი მაქვს, ეყოფათ ვაჟკაცობა და გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ
გერმანია და უნგრეთი ევროკავშირის ის ქვეყნები არიან, რომლებიც SWIFT-დან რუსეთის გათიშვის წინააღმდეგი არიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„უკვე ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა არსებობს რუსეთის SWIFT-დან გათიშვის შესახებ. იმედი მაქვს, გერმანიას და უნგრეთს ვაჟკაცობა ეყოფათ და ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ. ჩვენ გვყოფნის ვაჟკაცობა, დავიცვათ საკუთარი ქვეყანა, დავიცვათ ევროპა“, – აცხადებს ზელენსკი.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ SWIFT-ის გადახდის სისტემიდან რუსეთის გათიშვის წინააღმდეგი ოთხი ქვეყანა იყო, თუმცა კვიპროსმა და იტალიამ უკვე განაცხადეს, რომ ამ ინიციატივას მხარს უჭერენ.