ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 500 მილიონი ევროს პირველი ტრანში უკრაინელებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფაში დაეხმარება
ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 500 მილიონი ევროს პირველი ტრანში უკრაინელებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფაში დაეხმარება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენს უკრაინელებისთვის ევროკავშირში ბინადრობის უფლების მინიჭების გამო მადლობას უხდის.

ამასთან, როგორც ზენელსკი აღნიშნავს, ევროკავშირის მიერ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად გამოყოლი 500 მილიონი ევრო მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფაში დაეხმარება.

„მადლობას ვუხდი ურსულა ფონ დერ ლაიენს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის, რუსეთის აგრესიის გამო ევროპაში ჩასული უკრაინელებისთვის ევროკავშირში ბინადრობის უფლების დაუყოვნებლივ მინიჭების შესახებ. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 500 მილიონი ევროს პირველი ტრანში უკრაინელებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფაში დაეხმარება”, – ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ „ტვიტერით” გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 500 მილიონი ევროს პირველი ტრანშის შესახებ „ტვიტერზე“ განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

„ევროკავშირმა გამოყო 500 მილიონი ევროს პირველ ტრანში ლტოლვილების დასახმარებლად და მიმდინარე კვირას ჩვენ ვიზრუნეთ, რომ მათ მიეღოთ ევროკავშირში ბინადრობის უფლება სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში.

ლტოლვილები უკრაინიდან იმსახურებენ ჩვენს სოლიდარობას და მხარდაჭერას, ისევე როგორც ქვეყნები, რომლებმაც ისინი მიიღეს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.