ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირის ერთ-ერთი სახელმწიფოს ლიდერს სურდა ენახა მტკიცებულება, რომ ბუჩას ომის დანაშაულები დადგმული არ იყო
ევროკავშირის ერთ-ერთი სახელმწიფოს ლიდერს სურდა ენახა მტკიცებულება, რომ ბუჩას ომის დანაშაულები დადგმული არ იყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გერმანულ გამოცემა, „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გერმანული გამოცემის მიხედვით, ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირის ეს პოლიტიკოსი ევროპელი მთავრობის მეთაური, ზელენსკი მკაფიოდ პასუხობს: „დიახ.“
უკრაინის პრეზიდენტმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.