უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთში იმყოფება. ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა უმასპინძლა.
„დღეს განსაკუთრებული დღეა, ჩვენ მივესალმებით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესტონეთში. ჩვენი მყარი მეგობრობა ემყარება საერთო ფასეულობებს, იდეალებს, რომლებისკენაც მივისწრაფვით – ესაა დემოკრატია და თავისუფლება“, – წერს ესტონეთის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთში ლიეტუვიდან ჩავიდა, შემდეგ კი ლატვიაში გაემგზავრება.