ვოლოდიმირ ზელენსკი - ელენოვკაში განხორციელებული ტერაქტი გადამწყვეტი არგუმენტია რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარებისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ელენოვკაში განხორციელებული ტერაქტი გადამწყვეტი არგუმენტია რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარებისთვის. ზელენსკის თქმით, ამ ტერაქტზე პრინციპულ პასუხს ოკუპანტები ბრძოლის ველზე მიიღებენ.
ზელენსკის თქმით, ელენოვკაში მომხდარი ტერაქტი, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილა.
„რა თქმა უნდა, საუბრის მთავარი თემა ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის თავდაცვითი მხარდაჭერაა. ეს ურთიერთანამშრომლობაა, რომელიც მუდმივად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ინტერესებისთვის. რა არის კიდევ საჭირო იმისთვის, რომ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადდეს? რა თქმა უნდა, ოკუპანტები ამაზე პრინციპულ პასუხს ბრძოლის ველზე მიიღებენ. ამ კონტექსტში მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.