ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპს კონკრეტული სამშვიდობო გეგმა თუ აქვს, შეუძლია, გამიზიაროს
დონალდ ტრამპს კონკრეტული სამშვიდობო გეგმა თუ აქვს, შეუძლია, გამიზიაროს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ის მზად არის აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან საუბრისთვის.
„მე მზად ვარ. მას თუ აქვს ძალიან კონკრეტული სამშვიდობო გეგმა, შეუძლია, გამიზიაროს. დიახ, ჩვენ შეგვიძლია ამ ომის შეჩერება, თუ რუსეთს დონბასს და ყირიმს მივცემთ. ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყანა არ იქნება მზად ასეთი სამშვიდობო გეგმისთვის. ეს არ არის სამშვიდობო გეგმა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე ზელენსკიმ დონალდ ტრამპს უკრაინაში ჩასვლა შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ მას უკრაინაში ომის დასრულება შეუძლია.