ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს კიევში იწვევს - გპატიჟებთ უკრაინაში, 24 საათში ომის შეჩერება თუ შეგიძლიათ, ეს საკმარისია, რათა ჩამოხვიდეთ ნებისმიერ დროს, მე აქ ვარ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპი კიევში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, ის მზადაა, კიევში მიიღოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, თუმცა იმ პირობით, თუ ტრამპს მართლაც შეუძლია დაპირების შესრულება და რუსეთთან ომის 24 საათში დასრულება.
„დიახ, დონალდ ტრამპ, მე გპატიჟებთ უკრაინაში, კიევში. თუ თქვენ შეგიძლიათ ომის შეჩერება 24 საათში, ეს საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ ჩამოხვიდეთ კიევში, ნებისმიერ დროს. მე აქ ვარ“, – განაცხადა ზელენსკიმ ბრიტანულ „მეოთხე არხთან“ ინტერვიუში.
ზელენსკის თქმით, თუ ტრამპს აქვს ომის დასრულების ფორმულა, მას სურს იცოდეს, რა არის ეს ფორმულა.
ცნობისთვის, მანამდე დონალდ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, ის უკრაინაში მიმდინარე ომს 24 საათში შეაჩერებს.