ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს უკრაინამ მიიღო კიდევ ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლებსაც ყველაფრის ჩამოგდება შეუძლიათ, ჩვენ დავიცავთ რეგიონებს
დღეს უკრაინამ მიიღო კიდევ ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლებსაც ყველაფრის ჩამოგდება შეუძლიათ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად საჰაერო თავდაცვის სისტემები ჯერ კიდევ არასაკმარისია უკრაინის სრულად დასაცავად, მაგრამ ამის მისაღწევად მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ფრონტის ხაზზე განსაკუთრებით რთული ვითარება არის ავდეევკაში.
„თანდათან ვემზადებით საერთაშორისო სამუშაოებისთვის უახლოეს კვირებში. ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი აქტიურობა ჩვენი კოლექტიური სიძლიერისთვის. არა მხოლოდ უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის, არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც იბრძვის სტაბილურობისთვის და აფასებს ადამიანის სიცოცხლეს. დღევანდელი დღის მთავარი სიახლე არის სიახლე, რომელსაც ყველა დიდი ხანია, ველოდით, რაზეც თვეებია სხვადასხვა დონეზე ვმუშაობთ. შედეგად, უკრაინაში კიდევ ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა შემოვიდა. ყველა დეტალი საჯაროდ არ უნდა განიხილებოდეს. ამ სისტემებს ყველაფრის ჩამოგდება შეუძლიათ. ჩვენ დავიცავთ რეგიონებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.