უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს სტამბოლში ჩავა, სადაც თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრა დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია ლიდერების პრესკონფერენცია.
თურქული მხარის ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნება უკრაინასა და რუსეთს შორის ვითარება და შავ ზღვაში უსაფრთხო დერეფნის განახლება.