ვოლოდიმირ ზელენსკი - დეოკუპაციისთვის გადადგმული ნაბიჯები ათასობით ადამიანის სიცოცხლესთან თუ იქნება დაკავშირებული, დაველოდებით შესაბამის იარაღს, რათა გადავარჩინოთ რაც შეიძლება ბევრი სიცოცხლე
ვოლოდიმირ ზელენსკი - დეოკუპაციისთვის გადადგმული ნაბიჯები ათასობით ადამიანის სიცოცხლესთან თუ იქნება დაკავშირებული, დაველოდებით შესაბამის იარაღს, რათა გადავარჩინოთ რაც შეიძლება ბევრი სიცოცხლე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუ უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის ათასობით უკრაინელის სიცოცხლის გაღება იქნება საჭირო, უკრაინა არ იჩქარებს დეკოკუპაციას და დაელოდება საჭირო იარაღს, რათა რაც შეიძლება ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინონ.

„ჩვენ არ ვართ მიჯაჭვულები დეოკუპაციის თარიღზე, ჩვენ მიჯაჭვულები ვართ ხალხზე. თუ დეოკუპაციისთვის გადადგმული ნაბიჯები ათასობით ადამიანის სიცოცხლესთან იქნება დაკავშირებული, ჩვენ დაველოდებით შესაბამის იარაღს, რათა გადავარჩინოთ რაც შეიძლება ბევრი ადამიანის სიცოცხლე. ეს ტერიტორიები ცოცხალი უკრაინელების გარეშე ჩვენთვის პრიორიტეტი არ არის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აღმოსავლეთით უკრაინელ ჯარისკაცებს ბრძოლა შესაბამისი იარაღის არქონის გამო უჭირთ.