ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ დასავლელი მოკავშირეები კიევს თვითმფრინავებს წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ გადასცემენ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ დასავლელი მოკავშირეები კიევს თვითმფრინავებს წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ გადასცემენ. ამის შესახებ მან ჰელსინკიში ფინეთის პრეზიდენტთან, საული ნიინისტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რატომ მჯერა, რომ ჩვენ გვექნება თვითმფრინავები? რადგან მალე ჩვენ გვექნება შეტევითი მოქმედებები. ამის შემდეგ, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოგვცემენ თვითმფრინავებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, ფინეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ფინეთი ვერ გადასცემს უკრაინას თავის Hornet-ის თვითმფრინავებს, ვიდრე მათ სანაცვლოდ სხვებს არ მიიღებს.