ვოლოდიმირ ზელენსკი - დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა რთული იყოს, გადავლახავთ რუსეთის ბოროტებას
ვოლოდიმირ ზელენსკი - დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა რთული იყოს, გადავლახავთ რუსეთის ბოროტებას

ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ყველა მიმართულებით, სადაც ჩვენი მოქმედებები საჭიროა და სადაც შესაძლოა, მტერმა გარკვეული მარცხი განიცადოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ესაუბრა იაპონიისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებს, რომელთაც ქვეყნის გადაუდებელი საჭიროებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისივე თქმით, თავის მხრივ, პარტნიორებმა მზადყოფნა გამოთქვეს უკრაინის მხარდასაჭერად.

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღის განმავლობაში იღებს ახალ ცნობებს კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ.

„არსებობს გამოწვევების დიდი რაოდენობა, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ, რომ დავძლიოთ ისინი ყველა შესაძლო დონეზე. ახლა მთავარია, რომ ამის გასაკეთებლად საჯარო პოტენციალი არსებობს. დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა რთული იყოს, ჩვენ გადავლახავთ ამ კატასტროფის შედეგებს და რუსეთის ბოროტებას. მადლობას ვუხდი ყველას მსოფლიოში, ვინც უკვე ეხმარება და ვინც უკრაინას ეკითხება, თუ როგორ დაეხმაროს. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც უკვე მონაწილეობს სამაშველო ოპერაციებში, რომელიც შეძლებისდაგვარად ეხმარება ადამიანებს. დაეხმარეთ ადამიანებს, ცხოველებს, ყველა ცოცხალ არსებას“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.