ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ნამდვილად მნიშვნელოვან ძალისხმევას ვიღებთ მსოფლიო ბაზარზე საკვების მიწოდების აღსადგენად, გაერო-სა და თურქეთის მადლიერი ვარ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ნამდვილად მნიშვნელოვან ძალისხმევას ვიღებთ მსოფლიო ბაზარზე საკვების მიწოდების აღსადგენად, გაერო-სა და თურქეთის მადლიერი ვარ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას ვიდეომიმართვით ეხმაურება. საუბარია სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც არსებული ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, შექმნან საკოორდინაციო ცენტრი საზღვაო გზით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის.

ზელენსკის თქმით, პროგრესის შემთხვევაში, ეს წარმატება იქნება მთელი მსოფლიოსთვის, რადგან მოიხსნება მსოფლიოში საკვების კრიზისის საშიშროება.

„დღეს ახალ ამბებში ხშირად ახსენეს შეხვედრა თურქეთში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის განბლოკვასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნიდან შავი ზღვის გავლით. ჩვენ ნამდვილად მნიშვნელოვან ძალისხმევას ვიღებთ მსოფლიო ბაზარზე საკვების მიწოდების აღსადგენად. მე მადლიერი ვარ გაერო-სი და თურქეთის მათი ძალისხმევისთვის. ამ ისტორიის წარმატება საჭიროა არამხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსთვის, არამედ ყოველგვარი გადამეტების გარეშე, მთელი მსოფლიოსთვის. თუ შევძლებთ, მოვხსნათ რუსული საფრთხე შავ ზღვაში ნავიგაციისგან, ეს მოხსნის მსოფლიოს საკვების კრიზისის სიმწვავეს. უკრაინის დელეგაციამ შემატყობინა, რომ არის გარკვეული პროგრესი. ჩვენ შევათანხმებთ დეტალებს გაერო-ს გენერალურ მდივანთან მომდევნო დღეებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აპირებს მიმართოს ჰააგის ფორუმის მონაწილეებს, რომელიც 14 ივლისს გაიმართება და რუსი სამხედრო დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას ეძღვნება.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა ჩასოვი იარზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ, რომელსაც 48 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი ემსხვერპლა.