ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა დავიცვათ ოდესა და მთელი ჩვენი სამხრეთი
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა დავიცვათ ოდესა და მთელი ჩვენი სამხრეთი

მადლობელი ვარ ყველასი, ვინც რჩება ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში, ფრონტის ხაზზე, ვინც მუშაობს ფრონტზე, ვისზეც ნამდვილად არის დამოკიდებული უკრაინის ცხოვრება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესიდან ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა მედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა მათ ჯარისკაცების სიცოცხლეზე ზრუნვისთვის და რამდენიმე მათგანი დააჯილდოვა.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ოდესისა და სამხრეთ ტერიტორიის დასაცავად ქვეყანას საჰაერო თავდაცვის სისტემები ესაჭიროება.

„აქ, სპასო-პრეობრაჟენსკის საკათედრო ტაძარში, რომლის დანგრევაც რუსეთმა სცადა, ვგრძნობ, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი მორალი კიდევ უფრო ძლიერია. უფრო ძლიერი, ვიდრე რუსული ტერორი.

ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა დავიცვათ ოდესა და მთელი ჩვენი სამხრეთი. მადლობელი ვარ მსოფლიოში ყველასი, ვინც უკვე შემოგვიერთდა ამ საქმეში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.