ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩინეთი ეხმარება რუსეთს, ზეწოლა მოახდინოს სხვა ქვეყნებზე, რომ მათ მშვიდობის სამიტში არ მიიღონ მონაწილეობა
ჩინეთი ეხმარება რუსეთს, ზეწოლა მოახდინოს სხვა ქვეყნებზე, რომ მათ მშვიდობის სამიტში არ მიიღონ მონაწილეობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სინგაპურში, „შანგრილას დიალოგის“ სახელით ცნობილ უსაფრთხოების სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი იყენებს ჩინეთის გავლენას რეგიონში, ასევე ჩინელ დიპლომატებს, რათა ყველა ხერხით ჩაშალოს შვეიცარიაში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი.
„საწყენია, როდესაც ისეთი დიდი და დამოუკიდებელი ქვეყანა, როგორიც ჩინეთია, წარმოადგენს ინსტრუმენტს რუსეთის ხელში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 31 მაისს ჩინეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ქვეყნის წარმომადგენლები შვეიცარიაში დაგეგმილ სამიტს, სავარაუდოდ, არ დაესწრებიან.