ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაზე - რუსი სამხედროების დედებს ვურჩევ, ნახეთ, როგორი ნაძირლები გაზარდეთ - მკვლელები, მაროდიორები, ჯალათები
ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაზე - რუსი სამხედროების დედებს ვურჩევ, ნახეთ, როგორი ნაძირლები გაზარდეთ - მკვლელები, მაროდიორები, ჯალათები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ ქალაქში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსი სამხედროების დედებს ურჩევს, ფოტოები ნახონ.

„ბუქარესტი, ნატო-ს სამიტის დეკლარაცია. 3 აპრილი, 14 წლის წინ. იყო თავიდან აცილების შანსი, რომ რუსეთი არ მოსულიყო. ბუჩა, კიევის ოლქი. ახლა რუსეთი მოვიდა. რუსი სამხედროების დედებს ვურჩევ, რომ ნახონ. ნახეთ, როგორი ნაძირლები გაზარდეთ. მკვლელები, მაროდიორები, ჯალათები“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.